საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბერლინში გაემგზავრა
13/09/2022 11:40:19 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით დღეს გაემგზავრა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.


