როგორ გახდა ჟურნალისტი პარტიზანი, რომელიც უკრაინელ სპეცსამსახურებს ხერსონიდან აწვდიდა ცნობებს

13-09-2022 16:18:07 ეს საინტერესოა

უკრაინელმა ჟურნალისტმა კონსტანტინე რიჟენკომ ოკუპირებულ ხერსონში თითქმის ნახევარი წელი დაჰყო და უკრაინის სპეცსამსახურებს აწვდიდა ინფორმაციებს. ჟურნალისტი ყვება, როგორ გახდა პარტიზანი, რას გულისხმობს მსგავსი საქმიანობა და რა ამოცანები დაუსახეს პარტიზანებს უკრაინის სპეცსამსახურებმა - სადაზვერვო სამმართველომ, უსაფრთხოების სამსახურმა და სპეცოპერაციის ძალებმა.

"მტრი შენს სახლშია, შენ კი მშვდად ზიხარ - ასე არ შეიძლება“

„თავდაპირველად იყო ადამიანთა ჯგუფი, რომელიც პირველივე დღეებიდან წევდა წინააღმდეგობას. როდესაც დაიწყო სასტიკი რეპრესიები, ჩვენი საქმიანობა უნდა შეგვენიღბა, არ უნდა მიგვექცია ყურადღება და იმავდროულად, გაგვეძლიერებინა საქმიანობა. [...]

მტერი შენს სახლშია, შენ კი მშვიდად ზიხარ და ელოდები - შეუძლებელია. ყველა ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას. ვისაც შეეძლო - წავიდა დაზვერვაში, შეაგროვა მონაცემები – სად არიან რუსები, სად არიან ოფიცრები, სად არის მათი აღჭურვილობა. ხოლო ვისაც არ შეეძლო, ყოველდღიურ საკითხებში ცდილობდა დახმარებას.

ვიცი, რომ მსგავსი ბევრი ჯგუფია, მაგრამ მას ორგანიზაციას ვერ ვუწოდებთ. [...]იყვნენ ბიჭები, რომსაც ვესაუბრებოდი, რომლებთანაც ვმეგობრობდი, მთელი ცხოვრება ვურთიერთობდით. გადავწყვიტეთ, შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ სამხედროებს. შემდეგ შემოგვიერთდნენ ადამიანები, რომელთაც ასევე სურდათ დახმარება და ასე გავფართოვდით. ხოლო როდესაც ძლიერი რეპრესიები დაიწყო, ჩვენ ჯგუფში აღარავის ვიღებდით (ივნისის დასაწყისიდან), რადგან ძალიან სარისკო იყო: შეიძლება, მათ შორის ყოფილიყვნენ მოსყიდულები, შანტაჟის მსხვერპლნი და ა.შ.“– პასუხობს ჟურნალისტი კითხვას, როგორ გახდა პარტიზანი.

ჟურნალისტს შეახსენეს მარტის მოვლენები, როდესაც ის გაუჩინარდა, მანამდე კი სოციალურ ქსელში დაწერა, „თუ ამას კითხულობთ, ნიშნავს, რომ დრო არ მქონდა გადავადების...“

როგორც ჟურნალისტმა განმარტა, იმ პერიოდში მისი უსაფრთხოების სისტემა ბოლო პერიოდთან შედარებით კარგად ჩამოყალიბებული არ იყო: და ყვება, რომ მაშინ მას ოკუპანტებმა მიაკითხეს საცხოვრებელ ადგილზე, თუმცა ვინაიდან ვიზიტის შესახებ ახლობლებმა გააფრთხილეს, ამიტომ, თავი აარიდა:

„ვიფიქრე, გადავსულიყავი. როცა რუსები წავიდნენ, ჩემმა ახლობლებმა გადაწყვიტეს, ჩემთან წასულიყვნენ და ეთქვათ, რას ითხოვდნენ. მანამდე ჩემი ახლობლები აიძულეს, ჩემთან ერეკათ, მაგრამ არ ვუპასუხე, რათა შეუძლებელი ყოფილიყო ჩემთან დაკავშირება. ადამიანს ვერ უკავშირდები, მაშ რას აკეთებს ის? მათ ვერ შეამჩნიეს, რომ კაცი მოჰყვებოდათ. სახლთან ძალიან ახლოს იყვნენ. მივხვდი, რომ ვინაიდან ჩემს ახლობლებს აედევნენ, ესე იგი, ძალიან ახლოს არიან. შესაძლოა, რაიონიც ყოფილიყო შემოსაზღვრული.

კომუნიკაციის ყველა საშუალების მოვიშორე. სარეზერვო ასლები მქონდა, მაგრამ მათი აღდგენა რთული იყო. ამდენად, უბრალოდ ავიღე ნივთები და გავიქეცი, რადგან მივხვდი, რომ მათ მოსვლამდე მხოლოდ რამდენიმე წუთი მქონდა“.

ბინის ჩხრეკისას ოკუპანტებმა განაცხადეს, რომ ჟურნალისტის გამო ბევრი ადამიანი დაიღუპა.

„მაშინ მათ კამპანია ჰქონდათ ქალაქიდან „საზოგადოებრივი აზრის ლიდერების“ განსადევნად. მე კი ერთ–ერთი მათგანი ვიყავი. ისინი და ადგილობრივი ჟურნალისტები, რომლებიც რუსებისთვის მუშაობდნენ, ცდილობდნენ, ჩემთვის დაებრალებინათ იასამნისფერი პარკის ტრაგედია: ეს მაშინ მოხდა, როდესაც რუსებმა დაცხრილეს ტერიტორიული თავდაცვის წევრები, რომლებიც ქალაქის მისადგომებს იცავდნენ მიუხედავად იმისა, რომ მათ არც იარაღი ჰქონდათ, არაფერი – - ორიოდე ტყვიამფრქვევი, ორიოდე ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი და „მოლოტოვის კოქტეილი“. ერთი დღით ადრე ვთხოვე მათ, რომლებიც პოზიციების დაცვას აპირებდნენ, ეს არ გაეკეთებინათ, რადგან ვხედავდი, რომ იმ მომენტში ამას აზრი არ ჰქონდა. მაგრამ იმ დროს ხალხი იმდენად დამუხტული იყო, უბრალოდ ვერ აღიქვამდნენ [მოცემულობას]. შენ ეუბნები: „ბოთლით ტანკის წინააღმდეგ ნუ წახვალ“, ისინი გპასუხობენ: "დიახ, მივხვდით, შენ მოღალატე ხარ". ამავდროულად, ტერიტორიული თავდაცვის წარმომადგენლებმა მთხოვეს ტანკსაწინააღმდეგო „ზღარბების“, „მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადებაში დახმარება. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ ქალაქში სამხედროები არ იყვნენ. ცდილობდნენ, ჩემთვის მოეწერათ, თითქოს ხალხს ქალაქის დაცვისკენ მოვუწოდე, ისინი საფრთხეში ჩავაგდე, შედეგად დაიღუპნენ, თავად კი მათ ზურგს უკან დავიმალე“,– იხსენებს ჟურნალისტი.

"მონაცემთა ვიზუალიზაცია და კოლაბორანტები"

ჟურნალისტი იხსენებს, რომ პარტიზანების უპირველესი ამოცანა იყო მონაცემთა შეგროვება, ვიზუალიზაცია და გაანალიზება – სად არიან რუსები, სად მოძრაობენ, სად არის განთავსებული საჰაერო თავდაცვის, სარადარო სისტემები – ანუ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა პრიორიტეტული მიზანი:

„შეგროვებული მონაცემები რუკაზე დაგვქონდა. როდესაც რუკაზე ბევრ მიზანს დებ, ხედავ გარკვეულ ურთიერთკავშირს: ლოგისტიკური მარშრუტები, დასვენების ადგილები, კონცენტრაცია, შეხვედრის ადგილები – როცა ვინმემ ვიღაც სადღაც შენიშნა. ამაში ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა გვეხმარება. ამ რუკას გადავცემთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, დაზვერვას.

ჩვენი მეორე მთავარი სამიზნეა – კორაბორანტები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც უკრაინული ხელისულების ნაწილნი იყვნენ ადგილობრივ თუ ეროვნულ დონეზე. მათ თვალს ვადევნებთ, ვაფიქსირებთ მათ ჩვევებს, ადგილსამყოფებს და შემდეგ კი მაქსიმალურად ვანეიტრალებთ“.

ამ კონტექსტში ჟურნალისტს მაგალითად მოუყვანეს რადას დეპუტატის ალექსეი კოვალევის მკვლელობა. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ იცის საქმის დეტალები, თუმცა არ აქვს უფლება, ისაუბროს. მხოლოდ ის თქვა, რომ გარკვეულწილად თავადაც აქვს კავშირში მომხდართან, თუმცა დააზუსტა, რომ „კონკრეტულად ეს არ არის ჩვენი ნამუშევარი, მაგრამ დიდი ძალისხმევა ჩავდეთ მისი ცხოვრების წესის, საცხოვრებელი ადგილების გამოკვლევაში. ამ საკითხებში სხვა ჯგუფებს დავეხმარეთ“.

რაც შეეხება პარტიზანების დანარჩენ საქმიანობას, შესაძლებლობების ფარგლებში, ეს მცირე დივერსიულ აქტებსაც მოიცავს, რაც ჟურნალისტის თქმით, არ არის მარტივი:

„აი, სულ რაღაც ერთი კვირის წინ მანქანების კოლონა მელიტოპოლიდან ნოვაია კახოვკაში მოძრაობდა და ზაპოროჟიასა და ხერსონის რეგიონების საზღვარზე, საწვავის მზიდი მანქანის გვერდით ნაღმი აფეთქდა“.

დამაზუსტებელ კითხვას, როგორ აღმოჩდა ნაღმი იქ, ჟურნალისტი პასუხობს, „ღვთის წყალობით“.

"მე ვთხოვე, გემის [რუსული გემი „მოსკვა“, რომელიც უკრაინელებმა ჩაძირეს შავ ზღვაში] კურსს გაჰყოლოდნენ"

ჟურნალისტი იხსენებს, როგორ გავიდა მასთან კონტაქტზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახური:

„თუ გახსოვთ, ომის დასაწყისში ბოტი ჩაუშვეს Stop Russian war, სადაც ჩვენი სამხედროებისთვის რუსული ძალების გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო შესაძლებელი. შემდეგ რუსულმა ჯგუფებმა წამოიწყეს კამპანია ამ ბოტების დისკრედიტაციისთვის. ჩვენც ვაგროვებდით ინფორმაციას და მოგვაწყდა უამრავი სხვადასხვა სახის ცნობებიი, გვწერდნენ ადამიანები: „მე დაზვერვიდან ვარ, უსაფრთხოების სამსახურიდან ვარ, სამხედროები ვართ, სწრაფად მოგვეცით საჭირო ინფორმაცია“ და ა.შ. ვითხოვდი, როგორღაც დაედასტურებინა ვინაობა – ეჩვენებინათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, სულ მცირე, დაედასტურებინათ, რომ სამხედროები იყვნენ, მაგალითად, თხრილის ფოტოსურათი – არ იყო აუცილებელი, ტერიტორია იდენტიფიცირებადი ყოფილიყო, უბრალოდ უნდა გაგვეგო, ვისთან გვქონდა საქმე.

იმჟამად ინფორმაციებს ვაგროვებდი, მაგრამ არა სამხედროებისთვის, უბრალოდ დოკუმენტური ფილმის გაკეთება მსურდა. ვფიქრობდი, რომ ეს სწრაფად დამთავრდებოდა და ფილმი მაინც გვექნებოდა, როგორი იყო ომი ხერსონში“.

ჟურნალისტი იხსენებს, რომ მასთან კონტაქტზე გასულთაგან ვინაობის დადასტურება ვერავინ შეძლო, თუმცა მოგვიანებით მორიგ ჯერზე დაუკავშირდნენ მათ პირები დაზვერვის სამსახურის სახელით და მონაცემები ითხოვეს:

„ვუთხარი: „არაა პრობლემა. აი, ჩვენი ბუკლეტები, საბრძოლო მასალის საცავი მდებარეობს უმაღლესი რადას მეტროში, ლენინის ქუჩასთან და სტეპან ბანდერას შტაბიც იქ არის განთავსებული“ – ღიად დავიწყე დაცინვა (სხვათა შორის, ზოგიერთი ამას სერიოზულად იღებდა), მათ კი მითხრეს, რომ არ ხუმრობდნენ. მე ვურჩიე, გემის კურსს გაჰყოლოდნენ.

მოეკიდნენ ასეთ ხუმრობას. მთხოვდნენ, არ ხუმრობდნენ, მე ვთხოვე გემის კურსს გაჰყოლოდნენ. თქვეს სერიოზულად მეთქი, თუ სერიოზულად ამბობდნენ, ვინმემ დაგიდასტუროთ. მეორე დღეს კი ნიკოლაევის მერმა სენკევიჩმა ვიდეო ბმულით დამირეკა. ამბობს: "ამ ხალხთან ნუ ხუმრობ, ისინი სერიოზულები არიან". იგივე გამიმეორეს, მაშინ კი დადასტურება მოვითხოვე. უკვე მეორე დღეს ვიდეოზარით დამიკავშირდა ნიკოლაევის მერი და მითხრა: „ნუ ხუმრობ ამ ხალხთან, ისინი სერიოზულები არიან“. და დავიწყეთ მათთვის ინფორმაციის მიწოდება. ამ დრომდე ვმუშაობთ. დაზვერვის შემდეგ ჩვენთან დაკავშირება ცალკეულმა სამხედრო ნაწილებმა დაიწყეს, რომლებიც ჩვენი მიმართულებით მუშაობენ. როცა ინფორმაციას გადასცემთ, მაგალითად, "е-ворог" ჩატბოტის საშუალებით, ის მიდის კიევში, შემდეგ შტაბში და შტაბიდან ქვემოთ ჩამოდის. ამაში დრო იკარგება – ხუთი წუთი, ზოგჯერ, ნახევარი საათი, სამხედროებს კი რიგ შემთხვევებში ინფორმაცია დაუყონებლივ სჭირდებათ. ამიტომ პირდაპირ მათთან მუშაობა დავიწყეთ დანაყოფების წარმომადგენლებთან, რომლებმაც ჩვენზე დაზვერვაში გაიკითხეს: „ჩვენები არიან თუ არაო“. შემდეგ უკვე ჩვენ მოგვწერეს: „ასეთი კოორდინატები გვჭირდება, ასეთი მიზნები“. ჩვენ კი ვაწვდით ინფორმაციას, რომელთაც ჩვენი გამომწერებისგან იღებთ – ტელეგრამ–არხების მელი ჯგუფი გვაქვს – და ინფორმაციას ვაგროვებთ – ოპერატიულად მოფრინავს, ოპერატიულადვე მიფრინავს“.

ჟურნალისტი განმარტავს, რომ ცრუ ცნობებისგან თავის ასარიდებლად, თუ ძალიან მნიშვნელოვან მიზანზეა საუბარი, მაგრამ საეჭვოა, დამატებითი ცნობების ფრთხილად მოძიება იწყება – არაპირდაპირი მინიშნება, სხვა წყაროებთან დადამოწმება,

„ჩვენ ხერსონელები ვართ. ქალაქში ბევრი ადამიანი გვყავს. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია, მივმართოთ მათ: "ნახეთ? გსმენიათ? შეგიძლიათ როგორმე დაადასტუროთ?". სანდო ადამიანები არიან, ხშირად – ჩვენი ნაცნობები. ჩვეულებრივ, როდესაც ხუთი ან შვიდი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ, ადასტურებენ, 99%–ით, ეს სანდო ინფორმაციაა.

თუ რამე გლობალურია, რაშიც ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, უნდა გავიგოთ სასწრაფოდ, მაგალითად, როგორც ანტონოვსკის ხიდთან დაკავშირებით: ხიდი დაიბომბა, მაგრამ არ ვიცით დაზიანებსი ხასიათი და ჩვენ უბრალოდ ვწერთ: "დაგვიდასტურეთ, ვინ ნახა, ვინ გაიარა მანდ, შესაძლებელია თუ არა გადასვლა?“.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც მსგავს საქმიანობას ახორციელებენ, ანუ ინფორმაციას აწვდიან შესაბამის უწყებებს, არიან რიგითი მოქალაქეები – სკოლის მოსწავლეებისა და პენსიონერების ჩათვლით.

ხოლო კითხვაზე, ქალაქში დარჩენილი მოსახლეობის რა ნაწილი უჭერს მხარს რუსებს, ჟურნალისტი პასუხობს:

„არიან ადამიანები, რომლებიც აიძულეს, აეღოთ რუსული პასპორტის აღება. არიან ისეთები, რომელთაც მუშაობა აიძულეს, ან თავად გახდნენ იძულებულნი. უნდა გესმოდეთ: შიმშილით პატრიოტულად ვერ მოკვდებით. როცა არჩევანი გაქვს: ან შიმშილით კვდები პატრიოტულად, ან პასპორტს იღებ და საჭმლის ფული გაქვს –აქ არჩევანი საკმაოდ აშკარაა. ამიტომ, ვერ ვიტყვით, რომ ადამიანებს, რომლებმაც პასპორტი მიიღეს, უხარიათ რუსეთის მოსვლა.

ხოლო ვინც ელოდა რუსებს, თავადვე იყვნენ ღონისძიებების მონაწილეები, როდესაც პირველი „რეფერენდუმი“ ჩანიშნეს და როდესაც ხერსონის ფაშისტებისგან გათავისუფლების დღე იყო“.

ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება ყალბი პასპორტით

ჟურნალისტი ყვება, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ყოველწუთიერად მზად იყო, ქალაქი დაეტოვებინა, ხოლო ამის მიზეზი იყო საჯაროობა – მას ყველგან ცნობდნენ: მაღაზიაში, წყლის რიგში, სადგურზე, რაც ზრდიდა რისკს, რომ კოლაბორანტებს რუსი სამხედროებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია, გარკვეულიყო მისი საცხოვრებელი ადგილი, დაედგინათ საკონტაქტო წრე და ნელ–ნელა მთლი სისტემას გაეშიფრათ.

„ეს გვესმოდა და გარეთ ნაკლებად გამოვდიოდი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქუჩაში ეფესბეს სამოქალაქო ფორმაში გადაცმული თანამშრომლები მომრავლდნენ. ჯერ ერთი, ჩემგან სარგებელი აღარ იყო, რადგან ძირითადად კომპიუტერთან ვიჯექი და უბრალოდ ვაგროვებდი ინფორმაციას, სისტემატიზაციას ვუკეთებდი, გარეთ ვეღარ გავდიოდი. მეორეც, მიუხედავად მცდელობისა, მაინც მცნობდნენ ეფესბეს თანამშრომლები: გარეგნობას ვიცვლიდი, ვცდილობდი, უფრო უპოვარს დავმსგავსებოდი, სახესაც ვიღებავდი (ფოტოები მაქვს და მხოლოდ ომის შემდეგ გაჩვენებთ). მიუხედავად ამ მცდელობისა, მაინც მიცნეს. არ ვიცი, ეს როგორ მუშაობს – ბლოკპოსტებზე ვერ მცნობდნენ, მაგრამ ადგილზე კი. ეს იყო წამოსვლის მიზეზიც. კონტროლირებად ტერიტორიაზე უფრო სასარგებლო ვიქნები, ვიდრე იქ ვიქნებოდი ჩაკეტილ მდგომარეობაში.

თავად სამხედროებმა მითხრეს, რომ „უნდა წახვიდე, რადგან კონტრშეტევის აქტიური ეტაპი დაიწყება და შენ და შენნაირებს გაცილებით ინტენსიურად, დაუნდობლად დაგიწყებენ ძებნასო“.

ცნობილია, რომ ჟურნალისტის, ისევე როგორც სხვა აქტიური ადამიანის ფოტოსურათები რუს სამხედროებს დარიგებული ჰქონდათ ბლოკპოსტებზე.

ჟურნალისტი ყვება, რომ მას დოკუმენტები მოუმზადეს:

„იყო ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც საბუთები გამიკეთეს. როცა მივხვდი, რომ რაღაც მომენტში დამჭირდებოდა, ჯერ ერთი – წასვლა, მეორეც – ქალაქში გადაადგილება, ვთხოვე ყველას, ვისაც თეორიულადაც კი ჰქონდა ასეთი შესაძლებლობა, გაეკეთებინათ დოკუმენტები. ყველამ მიპასუხა ოთხი პასპორტი მქონდა სხვადასხვა სახელზე გაცემული, სხვადასხვა ნომრით, სხვადასხვა ისტორიით. სოციალური ქსელის ძველი ანგარიშები მქონდა ნაყიდი. მაგალთად ერთი, ბუღალტერი იყო პროფესიით და ა.შ. და როცა მომენტი დადგა, უბრალოდ წამოვედი ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის ყალბი პასპორტით. მან იმუშავა. არ შეუმოწმებიათ არც პასპორტი და არც სოციალური ქსელები. საბედნიეროდ, იმ დროს წამოვედი, როცა დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა აქტიური მოქმედებები და ისინიც ძალიან მოდუნებულები იყვნენ. მთელი ჩემი გადაზღვევის მიუხედავად, ძალიან მშვიდად გავიარე თითქმის მთელი გზა. მთელი გზა თითქმის მშვიდად ვიარე. სულ ორი დღე დამჭირდა. დღეს ეს ძალიან მოკლე დროა, ხალხი იქ კვირებია ჩარჩენილი. უბრალოდ გამიმართლა, რომ მოვხვდი კოლონაში, რომელიც ქრთამს აძლევდა რუს სამხედროებს და ისინიც დაჩქარებულ რეჟიმში უშვებდნენ. 200 გრივნა გადავიხადეთ ერთ ადამიანზე. ავტობუსში 30 ადამიანი იყო".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები