Accentnews.ge
შოლცი –ღარიბაშვილს: "ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ სიამოვნებით გაგიწევთ დახმარებას"

შოლცი –ღარიბაშვილს: "ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ სიამოვნებით გაგიწევთ დახმარებას"

15/09/2022 07:04:35 პოლიტიკა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ეხმიანება და აღნიშნავს, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გერმანია სიამოვნებით გაუწევს საქართველოს დახმარებას.

„ბატონო პრემიერო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბერლინში! ევროპულ საბჭოში ამ ზაფხულში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გახსნაზე შევთანხმდით. მოვუწოდებ საქართველოს, ამისთვის საჭირო რეფორმებთან დაკავშირებული ნაბიჯების გადადგმისკენ. ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ სიამოვნებით გაგიწევთ დახმარებას“,- აღნიშნავს ოლაფ შოლცი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S