სალომე ზურაბიშვილი: "საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახიფათო ესკალაციას გმობს"
15/09/2022 09:15:46 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე არსებულ ვითარებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "სახიფათო ესკალაციას" გმობს.
„საქართველო ჩვენს ორ მეზობელსა და მეგობარს - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახიფათო ესკალაციას გმობს. მშვიდობიანი კავკასია არის გზა უფრო ძლიერი, განვითარებული და დამოუკიდებელი რეგიონისკენ, რომელიც ჩვენი მოსახლეობის მომავალს სარგებელს მოუტანს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
13 სექტემმბერს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები კვლავ განახლდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 50 აზერბაიჯანელი და 105 სომეხი სამხედრო.


