Accentnews.ge
მელია – კობახიძეზე: "უკრაინა რუსეთი არაა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კი საქართველოა და ამ უსამშობლოს ეს ვერ გაუგია"

მელია – კობახიძეზე: "უკრაინა რუსეთი არაა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კი საქართველოა და ამ უსამშობლოს ეს ვერ გაუგია"

15/09/2022 09:51:51 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ისე დააბრმავა მტრის მსახურებამ, რომ იმ უდიდეს განსხვავებასაც ვერ ხედავს, რაცაა რუსეთსა და საქართველოს შორის".

მელიას თქმით, „მხოლოდ რუსეთზე ღიად მომუშავე და უსამშობლო კაცი თუ გაბედავდა ასეთ გაუგონარ შედარებას"

"უკრაინა რუსეთი არაა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კი - საქართველოა და ამ უსამშობლოს ესეც ვერ გაუგია, ან არ უნდა, რომ გაიგოს!მჯერა, კობახიძის ამ განცხადებამ ისევე გააოგნა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დიდი ნაწილი, როგორც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი. კობახიძე ამ განცხადებით, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ მათ „ქართული ოცნებას“ კი არა, „რუსულ ოცნებას“ მისცეს ხმა!", - აცხადებს ნიკა მელია.

ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუშინ "რუსთავი 2"–ის ეთერში შემდეგი განაცხადა:

"არ უნდა დავუშვათ არავითარი ომი, სადაც კიდევ ერთხელ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან იარაღით ხელში ქართველები და აფხაზები და ქართველები და ოსები. როდესაც ჩვენ ღირებულებით ჭრილში შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსიაც, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S