Accentnews.ge
პარტიების მიერ წლის განმავლობაში დასახარჯი თანხის ზედა ზღვარი შესაძლოა, 60 მილიონის ნაცვლად 30 მილიონი გახდეს

პარტიების მიერ წლის განმავლობაში დასახარჯი თანხის ზედა ზღვარი შესაძლოა, 60 მილიონის ნაცვლად 30 მილიონი გახდეს

15/09/2022 10:23:47 პოლიტიკა

პარტიების მიერ წლის განმავლობაში დასახარჯი თანხის ზედა ზღვარი შესაძლოა შემცირდეს.

“ქართული ოცნება“ პოლიტიკურ გაერთიანებებს ინიციატივას სთავაზობს, რომლის თანახმადაც, თითოეულ პარტიას წლის განმავლობაში მშპ-ს 0.05%-ზე მეტის დახარჯვის შესაძლებლობა არ ექნება.

“ევროპის საბჭოს სტრუქტურული ერთეულის GRECO-ს რეკომენდაციაა, რაზეც ეუთო/ოდირს მითითება აქვს გაკეთებული, რომ აღნიშნული მიმართულებით თანხა შემცირდეს. შევთანხმდით და წარვადგინეთ ინიციატივა, რომ აღნიშნული პროცენტი განახევრდეს და 0.1%-ის ნაცვლად, 0.05% იყოს. დღევანდელი გადათვლით, მშპ-ს მოცულობიდან გამომდინარე ეს 30 მილიონი ლარია“, - განაცხადა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ.

მოქმედი კანონით, პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-ს არ უნდა აღემატებოდეს, რაც დღევანდელი მონაცემებით დაახლოებით 60 მილიონი ლარია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S