შს მინისტრი: "უკანონოდ არავინ არავის უსმენს"
15/09/2022 14:37:01 პოლიტიკა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უკანონოდ არავინ არავის უსმენს.
ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა უკანონო მოსმენა და არის თუ არა ამ მხრივ შიში, მინისტრმა შემდეგი განაცხადა:
„რატომ არის საშიში? - უკანონოდ არავინ არავის უსმენს. არის განჩინების საფუძველზე [მოსმენა]. რა თქმა უნდა, თუ აღებული მაქვს მოსამართლის განჩინება, მოვუსმენ, აბა როგორ უნდა მოვუსმინო სხვებს?“.
ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველანი, სადმე რომ შევდივართ და საუბარი გვინდა, ვფიქრობთ იმაზე, ტელეფონი დავიტოვოთ თუ გავიტანოთ“.


