Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე და ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ

ირაკლი კობახიძე და ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ

15/09/2022 16:00:21 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობას.

ამასთან, მხარეებმა ისაუბრეს ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ასუნსიონ სანჩეზ რუისი და ევროკავშირის ელჩის მრჩეველი ჟულიენ კრამპსი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S