Accentnews.ge
"ვამაყობთ, რომ საქართველოს მიღწევებში ჩვენი წვლილი მიგვიძღვის, როგორც პარტნიორსა და ქვეყნის ევროპული მომავლის ყველაზე მტკიცე დამცველს, რაც მომავალშიც გაგრძელდება"

"ვამაყობთ, რომ საქართველოს მიღწევებში ჩვენი წვლილი მიგვიძღვის, როგორც პარტნიორსა და ქვეყნის ევროპული მომავლის ყველაზე მტკიცე დამცველს, რაც მომავალშიც გაგრძელდება"

15/09/2022 17:34:12 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, "საკმაოდ შთამბეჭდავია, რასაც საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში მიაღწია და ამაყობს, რომ ამაში ამერიკას წვლილი მიუძღვის". ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვუში განაცხადა.

„30 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები საქართველოს უმთავრესი პარტნიორი და მტკიცე მხარდამჭერია მრავალ სხვადასხვა ფორუმზე; საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერია. მე და ჩემი გუნდი სრულად ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს და ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან ყველა იმ ძალისხმევის განხორციელებაში, რომელიც მიმართულია საქართველოს ეკონომიკის გასაძლიერებლად, მისი უსაფრთხოებისა და საზღვრების დაცვის გასაუმჯობესებლად და იმ დემოკრატიული ინსტიტუტების განსავითარებლად, რომლებიც უმთავრესია ევროატლანტიკური მომავლისათვის, რაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს წარმოადგენს. ვამაყობთ იმ მიღწევებით, რასაც საქართველომ განვლილი 30 წლის განმავლობაში მიაღწია. საკმაოდ შთამბეჭდავია, რასაც საქართველომ მიაღწია. ვამაყობთ, რომ ამაში ჩვენი წვლილი მიგვიძღვის, როგორც საქართველოს პარტნიორსა და საქართველოს ევროპული მომავლის ყველაზე ძლიერ და მტკიცე დამცველს, რაც მომავალშიც გაგრძელდება. საქართველოში მოგზაურობისას ვხვდები ასობით ქართველს, რომლებსაც მეტი თანამშრომლობა სურთ შეერთებულ შტატებთან. ისინი ხედავენ, რომ ჩვენმა პარტნიორობამ ბოლო 30 წლის განმავლობაში გააუმჯობესა მათი ცხოვრების დონე და ნამდვილად ფუნდამენტური ცვლილებები მოახდინა განათლებაში, ჯანდაცვაში, ეკონომიკაში, საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებში, სანაპირო დაცვასა და საზღვრის დაცვაში. ყველა ამ მიმართულებით საქართველო და შეერთებული შტატები ერთად მუშაობენ საქართველოს მომავლისათვის. ვფიქრობ, ამის დასტურია საქართველოს მთელი რიგი მიღწევები და ვიცი, რომ შემდეგი 30 და მეტი წელი ასეთივე ნაყოფიერი იქნება“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა. („იმედის“ თარგმანი).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S