Accentnews.ge
დეგნანი: "კინზინგერი საქართველოს მეგობარია, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგი ყველაფერს დაეთანხმება, რასაც მთავრობა აკეთებს"

დეგნანი: "კინზინგერი საქართველოს მეგობარია, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგი ყველაფერს დაეთანხმება, რასაც მთავრობა აკეთებს"

15/09/2022 18:07:03 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ "კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს მეგობარია, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგი ყველაფერს დაეთანხმება, რასაც მთავრობა აკეთებს". ამის შესახებ მან "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა.

„ის, რაც მე ვიცი კონგრესმენ კინზინგერის შესახებ არის ის, რომ იგი შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში „საქართველოს ჯგუფის“ ხელმძღვანელია. იგი საქართველოსა და მის ევრო-ატლანტიკური მომავლის დიდი გულშემატკივარია. ეს ის საკითხია, რისთვისაც იგი მრავალი წელია, მუშაობს. კონგრესმენი საქართველოს მეგობარია. იგი ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მოღვაწეობის დიდი თაყვანისმცემელია. შესაბამისად, თქვენ კონგრესმენ კინზინგერის სახით ნამდვილი მეგობარი გყავთ. თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ იგი ყოველთვის დაეთანხმება ყველაფერს, რაც საქართველოში ხდება, ან ყველაფერს, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს. სწორედ ამაშია დემოკრატიის ხიბლი, რომ შესაძლოა, არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები და ამ განსხვავებულობიდან ვიღებთ დებატებს, რასაც იმ პოლიტიკისა და ინიციატივების შემუშავებამდე მივყავართ, რაც ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება. საერთო ჯამში, ძალიან მნიშვნელოვანია ინკლუზიური დებატების გამართვა, რომლის დროსაც ყველა მოსაზრება გაჟღერდება“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ("იმედის" თარგმანი)

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს საქართველოს ომში ჩართვა:

"შეერთებულ შტატებს არ სურს საქართველოს ჩართვა ამ ომში. მას [კინზინგერი] არ სურს ამ ომის გავრცელება საქართველოზე ან რომელიმე სხვა ქვეყანაზე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S