Accentnews.ge
კახა კუკავა გაათავისუფლეს

კახა კუკავა გაათავისუფლეს

16/09/2022 06:45:53 პოლიტიკა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა კუკავა, რომელიც გუშინ 15 სექტემბერს თბილისში, ლოტკინის დასახლებაში მოსახლეობისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს შორის დაპირისპირების დროს დააკავეს, თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკოსი სიციალურ ქსელში ავრცლებს.

"ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისათვის, უკვე სახლში ვარ...ივანიშვილის რეჟიმი თავისი მევახშეებით და ზონდერებით, არის მეტასტაზი ქართული სახელმწიფოს სხეულზე. ამიტომაც აუცილებელია ყველა ზომიერი, ეროვნულად მოაზროვნე, ჯანსაღი ძალის გაერთიანება, რათა როგორმე ამოვიყვანოთ ქვეყანა ამ ჭაობიდან, ვიდრე სახელმწიფოს ლპობის პროცესი შეუქცევადი გახდება", - წერს კუკავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S