Accentnews.ge
NDI: გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, ბოლო 10 წლის მანძილზე, ტერიტორიულ მთლიანობასთან, სიღარიბესთან და კრიმინალთან დაკავშირებით სიტუაცია გაუარესებულია

NDI: გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, ბოლო 10 წლის მანძილზე, ტერიტორიულ მთლიანობასთან, სიღარიბესთან და კრიმინალთან დაკავშირებით სიტუაცია გაუარესებულია

16/09/2022 09:56:20 პოლიტიკა

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, ბოლო 10 წლის მანძილზე, ტერიტორიულ მთლიანობასთან, სიღარიბესთან და კრიმინალთან დაკავშირებით სიტუაცია გაუარესებულია.

მოსახლეობის 52% აცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის კუთხით სიტუაცია ბოლო 10 წელში გაუარესდა.

მოსახლეობის უმრავლესობა, 67% აცხადებს, რომ სიღარიბე გაიზარდა ბოლო 10 წელში.

57%-ის აზრით 2012 წლის შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონემ იმატა. მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 43% კი მიიჩნევს, რომ კორუფციის კუთხით სიტუაცია გაუარესებულია.

მოსახლეობის 31% სასამართლო სისტემაში მდგომარეობის გაუარესებაზე, 36% კი განათლების კუთხით პრობლემების ზრდაზე საუბრობს.

NDI-ს ცნობით, მოსახლეობის 29% აცხადებს რომ ბოლო 10 წელში სიტყვის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა გაუარესდა.

40%-ის აზრით გაუარესდა განათლების დონეც და 34% აცხადებს, რომ სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა გაუარესებულია.

NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს: ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული. საველე სამუშაოების პერიოდი: 14 ივლისი – 15 აგვისტო, 2022. 2,104 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S