უკრაინელი წამყვანი: საქართველოში არ შემომიშვეს, ქართველი მესაზღვრეები რუსეთის მოქალაქეებს ჩვეულებრივ ატარებდნენ
18/09/2022 09:25:37 პოლიტიკა
საქართველოში არ შემოუშვეს უკრაინელი ტელე და რადიო წამყვანი, რომან დრიბნოი. ამის შესახებ ის "ინსტაგრამის" პირად გვერდზე წერს.
„მითხრეს უფლება გვაქვს არ გითხრათ მიზეზი. მას პასპორტთან ერთად მოგვიანებით მიიღებთო. იმავე თვითმფრინავით დამაბრუნეს უკან, ვარშავაში“, - ამბობს დრიბნოი და ამატებს, რომ ფურცელზე საქართველოში არ შეშვების მიზეზად მონიშნული იყო „სხვა მიზეზი“.
მისივე თქმით, მის გვერდით რუსეთის მოქალაქეებს ქართველი მესაზღვრეები კითხვებს უსვამდნენ, მაგრამ ჩვეულებრივ ატარებდნენ.
როგორც დედა სიდონია TV პირველთან ამბობს, უკრაინელი რომან დრიბნოი თავად მოიწვია და ის 25 სექტემბერს დაგეგმილი საქველმოქმედო გამოფენის წამყვანი უნდა ყოფილიყო.


