აშშ-ში უმრავლესობა საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს – Chicago Council
18/09/2022 13:00:44 პოლიტიკა
ჩიკაგოს საბჭოს კვლევის მიხედვით, ამერიკაში პარტიული წარმომადგენლობის უმრავლესობა მხარს უჭერს NATO-ში ახალი წევრების მიღებას, მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს, რომ NATO-ს წევრ ქვეყნებს შესაძლოა, მოუწიოთ მათი დაცვა მომავალი რუსული აგრესიისგან.
ფინეთსა და შვედეთს 73%-იანი მხარდაჭერა აქვთ - მათ NATO-ში გაწევრიანებას 2022 წლის აგვისტოში აშშ-ს კონგრესმა უკვე დაუჭირა მხარი, 73% უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს. ხოლო ორი მესამედი იმავე პოზიციას აფიქსირებს საქართველოსთან მიმართებით (67%). კვლევის მიხედვით, ალიანსის გაფართოებას დემოკრატები უფრო უჭერენ მხარს, ვიდრე ნეიტრალური ამომრჩეველი ან რესპუბლიკელი.
ჩიკაგოს საბჭოს გამოკითხვა ჩატარდა 2022 წლის 15 ივლისიდან 1 აგვისტომდე, Ipsos-ის მიერ მისი ფართომასშტაბიანი ონლაინ კვლევის პანელის, KnowledgePanel-ის გამოყენებით, ინგლისურ და ესპანურ ენებზე გამოიკითხა 3 106 ადამიანი. შერჩევის ცდომილების ზღვარი სრული ნიმუშისთვის +/- 1,8 პროცენტია.



