Accentnews.ge
დეგნანი: ვაშინგტონში კითხვებია, მმართველი პარტია და მთავრობა უფრო მკვეთრად რატომ არ ემიჯნება განცხადებებს, რომლებიც თანხვედრაშია პრორუსულ დეზინფორმაციასთან

დეგნანი: ვაშინგტონში კითხვებია, მმართველი პარტია და მთავრობა უფრო მკვეთრად რატომ არ ემიჯნება განცხადებებს, რომლებიც თანხვედრაშია პრორუსულ დეზინფორმაციასთან

19/09/2022 08:41:52 პოლიტიკა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ვაშინგტონში კითხვებია, იმ პირთა მოტივის შესახებ, რომლებიც განაგრძობენ ტყუილების და შეთქმულების თეორიების გამეორებას, რაც თანხვედრაშია პრორუსულ დეზინფორმაციასთან

ამის შესახებ ელჩმა „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა.

„არაერთი მაღალჩინოსანი ვაშინგტონიდან მისვამს შეკითხვებს იმ პირთა მოტივის შესახებ, რომლებიც განაგრძობენ ტყუილების და შეთქმულების თეორიების გამეორებას, რაც თანხვედრაშია პრორუსულ დეზინფორმაციასთან., აგრეთვე არის კითხვები იმასთან დაკავშირებით, მმართველი პარტია და მთავრობა უფრო მკვეთრად რატომ არ ემიჯნება ამ დეზინფორმაციას. ჩნდება კითხვები იმ პირთა მოტივის შესახებ, რომლებიც ცდილობენ, დაბნეულობის დათესვას და საზოგადოების უფრო მეტად გახლეჩას, ვფიქრობ, რეალური კითხვა შემდეგში მდგომარეობს - რა მიზანს ემსახურება ეს? მიზნად ხომ არ ისახავენ სცადონ ზიანი მიაყენონ იმ ძლიერ პარტნიორობას, რომელიც აშშ-სა და საქართველოს შორის არსებობს უკვე 30 წელია“ - განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, აშშ-მა ბევრი რამ გაკეთა და კვლავაც აგრძელებს ბევრი მიმართულებით მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოსთან.

„ჩვენ ერთად ბევრი რამ გავაკეთეთ და კვლავაც ვაგრძელებთ ბევრი მიმართულებით მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას - მთავრობასთან და პარტნიორებთან სხვადასხვა სფეროში. იქნება ეს თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა, ენერგეტიკა, განათლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა თუ სხვა. როდესაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ვხვდები, იქნება ეს პრემიერ-მინისტრი თუ სხვა, ჩვენ ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მომავლისთვის. კვლავ ვიმეორებ - ეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი წუთებია. მას აქვს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შესაძლებლობა. ეს ისეთი რამეა, რასაც გასულ წელს ვერავინ წარმოიდგენდა, ვერც მთავრობა და ვერც ხალხი. ახლა კი დროა ყველამ ყურადღება გაამახვილოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე და დაანახოს ევროკავშირს, რომ საქართველოს განსხვავებების მიუხედავად შეუძლია გაერთიანება და ამის ქვეყნის მომავლის პრიორიტეტად ქცევა“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის: დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და მიხეილ ყაველაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ 28 ივნისს განაცხადეს. თქვეს, რომ საზოგადოებას „მეტი ინფორმაცია“ უნდა მიაწოდონ. რის შემდგომაც მათ აქტიურად დაიწყეს ანტიამერიკული განცხადებების, კონსპირაციული თეორიის გავრცელება, თითქოს დასავლეთს საქართველოს ომში ჩაბმა სურს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S