Accentnews.ge
„არ ვურჩევ“: ვოლსკი მოსამართლეებს აფრთხილებს

„არ ვურჩევ“: ვოლსკი მოსამართლეებს აფრთხილებს

19/09/2022 13:06:16 პოლიტიკა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პოლიტიკური ზეწოლის თაობაზე ყოფილი მოსამართლეების განცხადებებს „პოლიტიკური თამაშებად“ აფასებს და ამბობს, რომ არც ერთ მოსამართლეს არ ვურჩევს „პოლიტიკურ თამაშებში ჩაებას“.

ვოლსკი ირწმუნება, რომ გამოტქმული პრეტენზიები არ გამოხატავს იმ რეალობას, რასაც რეიტინგები აჩვენებს და რომ საქართველოს სასამართლოს "საკმარისი დონის თავისუფლება აქვს" იმისთვის, რომ მოწინავე ადგილი დაიკავოს მსოფლიოს სარეიტინგო მაჩვენებლებში.

„მოსამართლეც ადამიანია, ზოგი შეიძლება პოლიტიკურ პროცესშიც ჩაერთო, ზოგს თავის შეხედულება აქვს, რა ვიცი, შეიძლება საფუძველიც აქვს, რომ ასეთი პოზიცია გამოხატოს, მაგრამ ამას ყველაფერს დასაბუთება სჭირდება, სწორი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, რომელ საქმეს არ იღებენ და კონკრეტულად ვისგან აქვთ ზეწოლა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური თამაშებია და არც ერთ მოსამართლეს არ ვურჩევ პოლიტიკურ თამაშებში ჩაებას, ვინაიდან ეს ქვეყანა დაიღალა ამ პოლიტიკური სცენის მიღმა თამაშებით და ინსინუაციებით, მოსამართლეს განსაკუთრებით არ ეკადრება. საქმეც უნდა აიღოს და თუკი მასზე ზეწოლა ხორციელდება, ფაქტები გამოაქვეყნოს და არა ჰაერში ნასროლი ლიტონი სიტყვები. ეს არ გამოხატავს იმ რეალობას, რაზეც რეიტინგები მიუთითებს. საკმარისი დონის თავისუფლება აქვს სასამართლოს, მართლმსაჯულების სისტემას იმისთვის, რომ მოწინავე ადგილი დაიკავოს მსოფლიოს სარეიტინგო მაჩვენებლებში. ასე რომ, კეთილი ინებოს და ყველამ დაასაბუთოს თავის განცხადება,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ ბესარიონ ალავიძემ ისაუბრა მოსამართლეებზე ზეწოლის თაობაზე.

მისი თქმით, რიგ შემთხვევებში მოსამართლეებისგან მოითხოვდნენ გადაწყვეტილებების შეთანხმებას.

როგორც ალავიძემ განაცხადა, კონკრეტულ საქმეებზე ყოფილა შემოთავაზება, რომ წინასწარ შეთანხმებული გადაწყვეტილება მიეღო და რომ ასეთ ჩარევებს არ აქვს "აკადემიური ხასიათი", არამედ ხდება "ქუჩური წესებით" საქმის გარჩევა, კაბინეტებში დაბარება და პირდაპირი მოთხოვნა, რომ დადგეს კონკრეტული შედეგი.

კიდევ ერთმა ყოფილმა მოსამართლემ ანა ღელეყვამ (ამჟამადემიგრაციაშია) განაცხადა, რომ დანიშვნების დროს მთავარი კრიტერიუმი "ერთგულება იყო" და ეს მას ლევან მურუსიძემ (მაშინ იუსტიციის საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა) პირდაპირ უთხრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S