Accentnews.ge
"თუ საჭირო გახდება, საქართველო მედიაციის პროცესში იყოს ჩართული, ამის მზაობა გვაქვს და აქ არანაირი წინაპირობები ჩვენი მხრიდან არ არსებობს"

"თუ საჭირო გახდება, საქართველო მედიაციის პროცესში იყოს ჩართული, ამის მზაობა გვაქვს და აქ არანაირი წინაპირობები ჩვენი მხრიდან არ არსებობს"

20/09/2022 07:14:30 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის განცხადებით, თუკი საჭირო გახდება, საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიაციის პროცესში იყოს ჩართული, ამის მზაობა არსებობს.

მისი თქმით, თბილისის მხრიდან არანაირი წინაპირობები არ არსებობს, მთავარი მიზანია, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, როგორც ცნობილია, შარშან, ძალიან აქტიური ჩართულობით, მისი პირადი მონაწილეობით, მოხდა ჩვენს ორ მეზობელს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა და ეს უკვე არის ის კონკრეტული ხელშესახები შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ. შარშან გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღიად ისაუბრა ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკის შესახებ და სწორედ ამ განცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, სულ რამდენიმე თვის წინ საქართველომ უმასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს. საერთო პოლიტიკის ფარგლებში გრძელდება სქართველოს ძალისხმევა, იმისთვის, რომ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში. საქართველო ყოველთვის მზად იყო, რომ ჩვენი სამხრეთით მეზობლებისთვის შეეთავაზებინა ქვეყანა, ადგილი, სადაც მათ შეეძლებოდათ, მშვიდობის განმტკიცების მიმართულებით გაეხსნათ დიალოგი, და ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის შეთავაზება კვლავ ძალაშია და თუკი საჭირო გახდება, ჩვენი ქვეყანა მედიაციის პროცესში იყოს ჩართული, ამის მზაობა ჩვენ ყოველთვის გვაქვს და აქ არანაირი წინაპირობები ჩვენი მხრიდან არ არსებობს, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

აღნიშნულ კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა წელს თბილისში შედგა. 13–14 სქტემბრის დაპირისპირების შემდეგ აშშ მედიაციის პროცსში ჩაერთო და მხარეების მორიგი შეხვედრა აშშ–ში გაიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S