იაგო ხვიჩიამ სახალხო დამცველად საკუთარი კანდიდატურა დაასახელა
20/09/2022 09:30:57 პოლიტიკა
დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ „გირჩის“ სახელით სახალხო დამცველად საკუთარ კანდიდატურა წარადგნა კოლეგებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
მისი ხედვით, არსებული დაფინანსების და უფლებამოსილების პირობებში, რთულია, ომბუდსმენმა ქვეყანაში "რამე გააკონტროლოს", მაგრამ პარტია ვერავის ენდობა და არც უპასუხისმგებლოდ მოქცევა სურს, ამიტომ ასახდელებს კანდიდატურას.
მისი თქმით, საქართველო უნდა წავიდეს ამერიკული მიმართულებით, სასამართლო უნდა გახდეს უკეთესი, სადაც დღის წესრიგში არ დადაგება მისი ობიექტურობა და სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლიც, თავისთავად, ნელ-ნელა შემცირდება. და ვიდრე ეს მოხდება, "სახალხო დამცველი მხოლოდ ერთადერთი საქმისთვის გვჭირდება – ეს არის სასამართლო სისტემის კონტროლი ან სასამართლო სისტემასთან მუშაობა და პატიმრების თემაზე მუშაობა".
"არც ერთი სხვა თემა იმ პოლიტიკურ სიტუაციაში, რა რეალობაშიც ჩვენ ახლა ვართ, სახალხო დამცველის პრეროგატივა არ უნდა იყოს. რაც შეეხება ჩემს დაპირებას, ამ უწყებაში მე მხოლოდ სასამართლო და საპატიმრო დაწესებულებები მაინტერესებს. მხოლოდ ამაზე იქნება ჩემი ყურადღება მიპყრობილი. ჩათვალეთ, რომ თუ ამირჩევთ, მორჩება ადამიანების დაყოფა იმის მიხედვით, ისინი ქალები არიან, ბავშვები, ლგბტ თემის, თუ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელები და ა.შ ყველა ეს პროექტი დაიხურება და იქნება მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.


