Accentnews.ge
სტუდენტებისთვის საცხოვრებლის შეთავაზება უნივერსიტეტის ავტორიზაციის წინაპირობა უნდა იყოს – იოსელიანი

სტუდენტებისთვის საცხოვრებლის შეთავაზება უნივერსიტეტის ავტორიზაციის წინაპირობა უნდა იყოს – იოსელიანი

20/09/2022 11:02:04 პოლიტიკა

პარტია „მოქალაქეების“ წევრები ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ სტუდენტებისთვის საცხოვრებლის შეთავაზება უნივერსიტეტების ავტორიზაციისთვის წინაპირობად უნდა ჩაიდოს.

როგორც დეპუტატმა პარლამენტში განაცხადა, რეგიონიდან თბილისში ჩამოსულ სტუდენტებს ბინების დაქირევება უჭირთ, რადგან უძრავი ქონების ფასები გაზრდილია და იმისათვის, რომ შვილებს განათლება მისცენ, მშობლები ქვეყნიდან მიდიან.

იოსელინმა აღნიშნა, რომ დღეს არც ერთ უნივერსიტეტს არ აქვს პასუხისმგებლობა, რომ სტუდენტებს საცხოვრებელი შესთავაზოს.

„ხომ შეიძლება სასწავლებლებს პასუხისმგებლობა გააჩნდეთ სტუდენტების წინაშე?! დღეს რომ სტუდენტი მივიდეს და ბინის ქირაობაზე დაელაპარაკოს, უნივერსიტეტებს სასაცილოდ არ ეყოფათ. ევროპაში, რომლისკენაც ვისწრაფვით, ეს პროცესი როგორაა ყველამ კარგად ვიცით – იქ უნივერსიტეტებს აქვთ საერთო საცხოვრებლები და თუ არ აქვთ, წინასწარ გრძელვადიანი კონტრაქტებით იღებენ საბინაო ფონდს და მერე სტუდენტებს სთავაზობენ შეღავათიან ფასად. ყველანაირ პირობებს უქმნიან სტუდენტებს, რომ მათ ცოდნაზე იფიქრონ და არა თავის გატანაზე თვითადან თვემდე",– განაცხადა იოსელიანმა და დასძინა, რა უნდა გააკეთონ უნივერსიტეტებმა და სახელმწიფომ?! – 6 წლის მერე კიდევ იქნება უნივერსიტეტების ავტორიზაცია. დღეს თუ არ ვიფიქრეთ, რომ 6 წლის თავზე მათ ეს ავტორიზაციის პირობად ჩადონ, 6 წლის თავზეც იგივე პრობლემის წინაშე ვიქნებით. კიდევ უფრო მეტი ადამიანი წავა საზღვარგარეთ სამუშაოდ იმისთვის, რომ თავიანთ შვილებს ელემენტარული განათლება მისცეს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S