პრემიერი:"მაქვს პატივი, პარტნიორებთან ერთად მონაწილეობას ვიღებდე მნიშვნელოვან დისკუსიებში უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად"
20/09/2022 14:46:44 პოლიტიკა
საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.
ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა ჩაბა კოროშიმ და სხვა ლიდერებმა.
მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს, რომ პარტნიორებთან ერთად მნიშვნელოვან დისკუსიებში მონაწილეობს უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად.
“მონაწილეობას ვიღებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გახსნით სესიაში, რომელზეც მსოფლიო ლიდერები გლობალური დღის წესრიგის ყველაზე აქტუალურ საკითხებს იხილავენ.
მაქვს პატივი წარმოვადგენდე, საქართველოს და პარტნიორებთან ერთად მონაწილეობას ვიღებდე მნიშვნელოვან დისკუსიებში უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად”,- წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში”.
Delighted to participate in #UNGA opening session, where world leaders address the most pressing issues on the global agenda. Honored to represent 🇬🇪 & participate in launching important discussions w/ our partners for ensuring a better future. pic.twitter.com/AObLGezTnt
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) September 20, 2022
საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 22 სექტემბერს მიმართავს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.


