Accentnews.ge
გენერალურ აუდიტორად ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დაინიშნა

გენერალურ აუდიტორად ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დაინიშნა

20/09/2022 15:34:58 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა გენერალურ აუდიტორად ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, სახაზინო სამსახურის ყოფილი უფროსი ცოტნე ყავლაშვილი დაამტკიცა 87 ხმით, ერთის წინააღმდეგ. კენჭისყრა 20 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე გაიმართა.

კენჭისყრამდე ახალი აუდიტორის დანიშვნის საკითხი კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს დეპუტატებმა.

"ჩემს პრიორიტეტებში აუდიტების დაფარვის არეალის გაზრდა იქნება და ისეთი მნიშვნელოვანი სამინისტრო, როგორიცაა ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც ძალიან დიდ ნაწილს ხარჯავს ბიუჯეტიდან, ჩვენი ყურადღების საგანი იქნება აუცილებლად", - უპასუხა ყაველაშვილმა დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის კითხვას, შეისწავლის თუ არა პანდემიის დროს დახარჯულ თანხებს.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ სოლიდურ თანხებს განკარგავენ ძალოვანი უწყებები და "აუცილებლად იქნება ძალოვანი უწყებების აუდიტები, როგორც ფინანსური, ისე ეფექტიანობისა და შესაბამისობის".

ცოტნე ყავლაშვილმა ბოლო 16 წელი ფინანსთა სამინისტროში იმუშავა. 2015 წლიდან იგი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო, 2013 წლიდან კი, ბოლო 10 წელია სახაზინო სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.

იგი წინა ხელისუფლების პერიოდში, 2006-2012 წლებში, ასევე საბიუჯეტო დეპარტამენტში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე.

ირაკლი მექვაბიშვილს აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის ვადა, რომელსაც 2017 წლიდან იკავებდა, დღეს, 20 სექტემბერს, ეწურება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S