Accentnews.ge
კალიურანდი ქართველებს ესტონეთის მაგალითის გათვალისწინებას ურჩევს

კალიურანდი ქართველებს ესტონეთის მაგალითის გათვალისწინებას ურჩევს

20/09/2022 16:09:46 პოლიტიკა

ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებით, “ქართული ოცნება” უნდა იყოს ინკლუზიური – უნდა მოუსმინოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციას, რათა მათ იგრძნონ, რომ უსმენენ.

“ოპოზიცია, გთხოვთ, შეუერთდეთ სამუშაო ჯგუფებს, გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ პარლამენტის მუშაობაში, ვინაიდან, თქვენ გაქვთ თქვენი ხალხის მანდატი და ეს თქვენი ვალდებულებაა წარმოადგინოთ საკუთარი ხალხი დემოკრატიის საუკეთესო გზით”, - აღნიშნა კალიურანდმა პარლამენტში შეხვედრის შემდეგ.

მან ესტონეთის მაგალითს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ესტონეთისთვის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების “საიდუმლო იარაღი” ამ მიზნისთვის პოლიტიკოსების ერთად მუშაობა იყო:

“არავის არ ვუნდოდით მანდ, არავინ გველოდებოდა მანდ [ევროკავშირსა და ნატოში] 90-იანების დასაწყისში, მაგრამ ვიტყვი, რომ “საიდუმლო იარაღი” იყო პოლიტიკოსების გაერთიანება ერთი მიზნის გარშემო და მუშაობა ამ მიზნის მისაღწევად. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ პატარა ესტონეთს შეუძლია შთამაგონებელი იყოს საქართველოსთვის თქვენს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობაში”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S