Accentnews.ge
სააკაშვილი: "ბირთვული იარაღის გამოყენებას ასეთ დასუსტებულ პუტინს არავინ შეარჩენს"

სააკაშვილი: "ბირთვული იარაღის გამოყენებას ასეთ დასუსტებულ პუტინს არავინ შეარჩენს"

21/09/2022 12:10:04 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ვლადიმირ პუტინმა კვლავ ხაფანგში შეიყვანა საკუთარი თავი, საიდანაც კარგი გამოსავალი არ არსებობს.

მისივე თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებით კრემლის ლიდერმა აღიარა, რომ უკრაინაში ომს აგებს და უკანასკნელ არგუმენტს – ბირთვულ იარაღს იყენებს.

„დღეს პუტინმა თვითონ დააჩქარა მისი რეჟიმის დასრულება და რუსეთის დაშლა. მან პრაქტიკულად აღიარა, რომ აგებს ომს და იყენებს ბოლო არგუმენტს - ბირთვულ იარაღს. ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება აუცილებლად პირდაპირ ჩართავს ომში დასავლეთს, ამერიკის მეთაურობით. F35-ით დამომბვის რამდენიმედღიან კამპანიას შეუძლია რუსეთის არმიის სრული განადგურება. მობილიზაციაც ის წითელი ხაზია რუსეთის შიგნით, რომლის გადალახვაც ბოლომდე ძირს უთხრის რეჟიმისადმი მხარდაჭერას. წლის ბოლომდე პუტინი აღარ იქნება ხელისუფლებაში და რუსეთი იქნება სრულ ქაოსში.

პუტინმა ისევ ხაფანგში შეიყვანა საკუთარი თავი, რომლიდანაც კარგი გამოსავალი არ არსებობს. ბირთვული იარაღის გამოყენებას ასეთ დასუსტებულ პუტინს არავინ შეარჩენს თუნდაც იმის გამო, რომ ჩინეთს არ გაუხსნას ხელები ტაივანთან მიმართებაში“,- წერს სოციალურ ქსელში სააკაშვილი.

პუტინმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S