Accentnews.ge
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

21/09/2022 19:34:35 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

"ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის იგნასიო კასისის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

ირაკლი ღარიბაშვილი იგნასიო კასისს ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების შესახებ ისაუბრეს. გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S