ირაკლი ღარიბაშვილი:"საქართველოსა და შვეიცარიის ეკონომიკური თანამშრომლობის სრული პოტენციალის ასათვისებლად ახალ შესაძლებლობებს გამოვიყენებთ"
21/09/2022 20:23:19 პოლიტიკა
შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტ იგნასიო კასისთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
Had a fruitful meeting w/ @ignaziocassis at #UNGA. Focused on expanding the institutional co-op between 🇬🇪-🇨🇭through intensifying relations. We will explore new avenues in our economic cooperation to unleash its full potential. pic.twitter.com/cZ7ud1Q1Sc
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) September 21, 2022
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ყურადღება გააქტიურებული ურთიერთობის გზით ინსტიტუციონალური თანამშრომლობის გაფართოებაზე გაამახვილეს.
“გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან იგნასიო კასისთან.
შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ გააქტიურებული ურთიერთობის გზით ინსტიტუციონალური თანამშრომლობის გაფართოებაზე.
ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის სრული პოტენციალის ასათვისებლად ახალ შესაძლებლობებს გამოვიყენებთ”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
თავის მხრივ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გამოეხმაურა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი იგნასიო კასისი.
Fruitful meeting with Prime Minister @GharibashviliGe 🇬🇪 Main topics: our excellent bilateral relations 🤝 and regional issues, including: the war in #Ukraine, #security in Europe, #energycrisis and Switzerland's mandate as protecting power between #Georgia and #Russia. #UNGA77 pic.twitter.com/yTxD9rcXZD
— Ignazio Cassis (@ignaziocassis) September 21, 2022
.
იგნასიო კასისი აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საქართველოსა და შვეიცარიის ბრწყინვალე ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონალური საკითხები განიხილეს.
“გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
მთავარი განსახილველი საკითხების ჩამონათვალი მოიცავდა: ჩვენს ბრწყინვალე ორმხრივ ურთიერთობებს და რეგიონალურ საკითხებს, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომს, ევროპის უსაფრთხოებას, ენერგეტიკულ კრიზისს და შვეიცარიის მანდატს საქართველოსა და რუსეთს შორის დამცველი ძალის რანგში”,-აღნიშნავს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი.


