Accentnews.ge
ოპოზიციამ რუსეთთან კავშირის გამოსაკვლვად პარლამენტში კომისიის შექმნის ინიციატივა დაარეგისტრირა

ოპოზიციამ რუსეთთან კავშირის გამოსაკვლვად პარლამენტში კომისიის შექმნის ინიციატივა დაარეგისტრირა

22/09/2022 08:02:37 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის 51-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სორგანიზაციო დეპარტამენტში დაარეგისტრირეს ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.

როგორც პარტია "ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ინიციატივას პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ჯგუფის მხარდაჭერა აქვს.

"ვარეგისტრირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ინიციატივას, რომელიც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის და სხვა თანამდებობის პირების თანამშრომლობას რუსეთის სპეცსამსახურებთან. ჩვენს მოთხოვნას მხარს უჭერს პარლამენტში არსებული ფაქტობრივად ყველა ოპოზიციური ჯგუფი. იმედი გვაქვს, რომ სწრაფად დაიწყება განხილვა და სწრაფად დადგება კენჭისყრაზე - საზოგადოება ელოდება პასუხს", - თქვა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის (მინიმუმ 50 დეპუტატის) მხარდაჭერით.

"ლელომ" ამ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით კოლეგა ოპოზიციონერ პარტიებთან მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მაღალჩიონასანმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა სოსო გოგაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირები ჰქონდა.

12 სექტემბერს სოსო გოგაშვილმა "ფეისბუკის" გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ირწმუნებოდა, რომ წლებია, არსებობს „დაცული სისტემა“, რომლის ფარგლებშიც ქართული და რუსული სპეცსამსახურების კოორდინაციით, სანქციების გვერდის ავლით, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენება ხდება.

მისი ცნობით, „არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობის უზრუნველყოფაში“ ჩართულია სუსი, შსს, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო.

გოგაშვილის განმარტებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლის შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობაში „წყვეტა იყო და საჭირო იყო ურთიერთობების განახლება“, რის გამოც 2016 წელს ბიძინა ივანიშვილის დავალებით იმყოფებოდა ვლადიკავკაზში "ეფესბეს" საიდუმლო ბაზაზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიასთან საუბარში ტყუილი უწოდა სოსო გოგაშვილის განცხადებებს. მინისტრმა უარყო ისიც, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილის დავალებით იმყოფებოდა ვლადიკავკაზში "ეფესბეს" საიდუმლო ბაზაზე.

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. მან დაკავებამდე "ფეისბუკზე" დაწერა, რომ ფლობდა ხელისუფლების მამხილებელ ინფორმაციას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S