Accentnews.ge
"მობილიზაცია თითქოს იმიტომ გამოცხადდა, რომ პუტინის რეჟიმი დღეებს ითვლის, ასე არ არის“

"მობილიზაცია თითქოს იმიტომ გამოცხადდა, რომ პუტინის რეჟიმი დღეებს ითვლის, ასე არ არის“

22/09/2022 09:23:31 პოლიტიკა

ჩვენი ქვეყანა ისეთი მაგარი და ლამაზია, რომ დიდი ხანია ჩვენი ჩრდილოეთ მეზობლის მხრიდან რიგები დგას, - ამგვარია "ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი ზარქუას არგუმენტი კითხვაზე, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებისა და დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქის საქართველოში შემოსვლის ფონზე, აპირებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვას.

ზარქუას ირწმუნება, რომ საქართველოში შემოსვლის მსურველებს ძალოვანი სამსახურები კანონის შესაბამისად „ფილტრავენ“:

"რაც შეეხება იმის მცდელობას, თითქოს მობილიზაცია იმიტომ გამოცხადდა, რომ პუტინის რეჟიმი სავარაუდოდ ბოლო დღეებს ითვლის, მეგობრებო, ასე არ არის, რადგან თუ არ ვცდები, იქ თვითონ აქვთ ჩაკეტილი... ტურისტებს ვისაც უნდათ ჩვენ ქვეყანაში ფული დახარჯონ და დაისვენონ, ისევე მივიღებთ, როგორც სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან. თუ იქნება გონივრული ეჭვი, რომ შეიძლება გარკვეული ჯგუფები შემოვიდნენ, როგორც აქამდე ვაბრუნებდით უკან, ისევ მიაბრუნებენ".

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ომის გაჩაღებიდან ექვსი თვის შემდეგ – 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. 21 სექტემბერს, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ აქციების 1000-ზე მეტი მონაწილე დააკავა. პარალელურ რეჟიმში უამრავი მოქალაქე ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს, რის გამოც რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებთან დამაკავშირებელ გზებზე საცობებია წარმოქმნილი. რუსეთის მოქალაქეების ახალი ტალღა მოაწყდა საქართველოს საზღვარსაც. მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას არც ამჯერად გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S