
შსს–ში საკადრო ცვლილებაა
23/09/2022 13:41:36 პოლიტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა.
შსს-ს ინფორმაციით, ამ დრომდე მას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ახალ თანამდებობაზე მან მამუკა ჭელიძე შეცვალა.
თეიმურაზ კუპატაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. რაც შეეხება მამუკა ჭელიძეს, რა გახდა მისი შეცვლის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.