Accentnews.ge
ადამ კინზინგერი: ჭკვიანური იქნებოდა, საქართველომ საზღვარი ჩაკეტოს

ადამ კინზინგერი: ჭკვიანური იქნებოდა, საქართველომ საზღვარი ჩაკეტოს

25/09/2022 16:12:20 პოლიტიკა

ჭკვიანური იქნებოდა თუ საქართველო ჩაკეტავდა საზღვარს და სულ მცირე, მოკლევადიან პერსპექტივაში, არ შეუშვებდა რუს ტურისტებს - ამის შესახებ „ტვიტერზე“ ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა დაწერა.

„ჯარში გაწვევის ასაკის მქონე მამაკაცების შედინება ამ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან მოკავშირეში, ძალიან საშიშია. უნდა დავინახოთ, რომ ეს მსხვერპლია, ტურიზმი მნიშვნელოვანია”, - წერს კინზინგერი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის: რუსეთიდან მოქალაქეთა გადინების შემდეგი ფაზა ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ დაიწყო. რუსეთ–საქართველოს საზღვართან კილომეტრიანი რიგებია.

მოსკოვში ოფიციალურად განაცხადეს, რომ მობილიზაცია ნაწილობრივია და ის 300 000 მოქალაქეს შეეხება, მათ შორის, მხოლოდ რეზერვში მყოფებსა და სამხედრო გამოცდილების მქონეებს, თუმცა ფიქსირდება ფაქტები, რომ კომისარიატიდან უკავშირდებიან პენსიონერებს, აიტისპეციალისტებს, პედაგოგებს და ა.შ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S