Accentnews.ge
კარპენტერი: "სიმართლე არის ის, რომ საქართველოს დასავლური ტრაექტორია დადასტურებულია როგორც ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ისე მოსახლეობის მიერ"

კარპენტერი: "სიმართლე არის ის, რომ საქართველოს დასავლური ტრაექტორია დადასტურებულია როგორც ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ისე მოსახლეობის მიერ"

26/09/2022 13:30:14 პოლიტიკა

ეუთო–ში აშშ-ის ელჩი მაიკლ კარპენტერი აცხადებს, რომ "საქართველო არის ერთ–ერთი იმ მცირე დემოკრატიებიდან რეგიონში, რომელთანაც აშშ–ს დიდი ხანია, ღრმა კავშირები აქვს". ამის შესახებ მან ონლაინ პრეს–კონფერენციაზე "აქცენტის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"როდესაც მე ვიყავი თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე შემუშავდა „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა", რომელიც დაეხმარა საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში. გარდა ამისა, საქართველო ჩვენს გვერდით იყო ავღანეთში, სადაც ბევრი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა".

მისი თქმით, ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას არაერთხელ დაუდასტურებია, რომ ქვეყნის მისწრაფება არის ნატო–სა და ევროკავშირში გაწევრიანება.

"სიმართლე არის ის, რომ საქართველოს ტრაექტორია არაერთხელ არის დადასტურებული როგორც ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ისე მოსახლეობის მიერ, რომ არის დასავლეთის სტრუქტურებთან – ნატო–სა და ევროკავშირთან შეერთება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია ამ მიმართულებით. რასაც რუსი პროპაგანდისტები ამბობენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ფაქტია, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ჩანს, რომ რუსული რბილი ძალა და მყარი ძალა სუსტდება, ვფიქრობ, ბევრი ქვეყანა რეგიონში იაზრებს, რომ მათი მომავალი არ არის დაკავშირებული ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან, არამედ დაკავშირებულია სხვა მიმართულებაზე", – დასძინა კარპენტერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S