Accentnews.ge
შს მინისტრი საქართველოში რუსების შემოდინების შემდეგ კრიმინალის დონის ზრდას არ გამორიცხავს

შს მინისტრი საქართველოში რუსების შემოდინების შემდეგ კრიმინალის დონის ზრდას არ გამორიცხავს

27/09/2022 08:17:27 პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელუარი საქართველოში რუსების შემოდინების შემდეგ კრიმინალის დონის ზრდას არ გამორიცხავს.

ჟურნალისტის კითხვაზე, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადის შემოდინების შემდეგ მოსალოდნელია თუ არა კრიმინალის დონის ზრდა, გომელაურმა უპასუხა, რომ ამის ალბათობა არსებობს:

„კრიმინალი შეიძლება, ისედაც გაიზარდოს ან დაიწიოს. რაც მეტი ადამიანი შემოვა, რა თქმა უნდა, შეიძლება. რა თქმა უნდა, იმის ალბათობა არის, რომ გაიზარდოს, შეიძლება არც გაიზარდოს“.

კითხვაზე, განიხილება თუ არა საზღვრის ჩაკეტვის საკითხი, გომელაურმა უპასუხა, რომ "რუსები საქართველოში ყოველთვის შემოდიოდნენ და ამაზე არც წინა ხელისუფლებას ჰქონდა პრობლემა":

„ეს ადამიანები, რუსეთის მოქალაქეები, ეთნიკურად რუსები წლებია დადიოდნენ საქართველოში, დღეს უნდა გახდეს ეს პრობლემატური? უარესი მასშტაბით იყო. ბატონი სააკაშვილი ხვდებოდა და ღვინოებს ურიგებდა, თითო ბოთლს მანქანაში რუსებს, შემობრძანდით ხალხო, თქვენ რა შუაში ხართ, ეს პუტინია- მაშინ არ გახსენდებოდათ? თქვენ ვინც გარიგებთ ამას და კითხვებს ვინც გეუბნებათ, ეს კი იცით. რუსეთის მოქალაქეები ყოველთვის შემოდიოდნენ და დღეს დავკეტოთ?“.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" 21 სექტემბერს გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრ შოიგუს მტკიცებით, მობილიზაცია ეხება 300 ათას რეზერვისტს. გამოცემა "Новая газета" რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თავის წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინის განკარგულების გასაიდუმლოებული მუხლი მილიონი ადამიანის გაწვევას ითვალისწინებს.

21 სექტემბრიდან რუსეთის ქალაქებში დაიწყო მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლებიც, რომლებიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა და აქციის მონაწილეები დააკავა.

პუტინის მიერ "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ რუსეთის აეროპორტები და სახმელეთო საზღვრები გაივსო ქვეყნიდან წასვლის მსურველებით, მათ შორის ავტომობილების რიგი დადგა საქართველოსთან საზღვარზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S