Accentnews.ge
წულუკიანი – საქართველოში რუსების შემოსვლაზე: "არავითარი პანიკის საფუძველი არ არსებობს"

წულუკიანი – საქართველოში რუსების შემოსვლაზე: "არავითარი პანიკის საფუძველი არ არსებობს"

27/09/2022 10:31:09 პოლიტიკა

საქართველოს ვიცე–პრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ქვეყანაში რუსების ჭარბი რაოდენობით შემოსვლის ფაქტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "არავითარი პანიკის საფუძველი არ არსებობს".

როგორც წულუკიანმა განაცხადა, ოპოზიციურ ძალებს მცდელობა აქვთ, საზღვარზე არსებული მდგომარეობისგან სკანდალი შექმნან.

„ამაზე ძალიან ვრცლად ისაუბრეს ჩემმა კოლეგებმა გუშინ. ყველა ის უწყება, რომელსაც საზღვრის დაცვა, საბაჟო წესების კონტროლი ან სხვა პროცედურა ეხება, არის მობილიზებული და სრულ კოორდინაციაში. შესაბამისად, არავითარი პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა გასაგებია, რომ ჩვენს ოპოზიციურ ძალებს ამ არც თუ ისე მარტივი, რბილად ვიტყვი, მდგომარეობისგან აქვთ მცდელობა, რომ შექმნან სკანდალი“, – განაცხადა, "საზოგადოებივი მაუწყებლის" ცნობით, წულუკიანმა.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" 21 სექტემბერს გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრ შოიგუს მტკიცებით, მობილიზაცია ეხება 300 ათას რეზერვისტს. გამოცემა "Новая газета" რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თავის წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინის განკარგულების გასაიდუმლოებული მუხლი მილიონი ადამიანის გაწვევას ითვალისწინებს.

21 სექტემბრიდან რუსეთის ქალაქებში დაიწყო მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლებიც, რომლებიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა და აქციის მონაწილეები დააკავა.

პუტინის მიერ "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ რუსეთის აეროპორტები და სახმელეთო საზღვრები გაივსო ქვეყნიდან წასვლის მსურველებით, მათ შორის ავტომობილების რიგი დადგა საქართველოსთან საზღვარზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S