Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი: "კატეგორიულად უნდა დავგმოთ "რეფერენდუმები", რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში ტარდება"

სალომე ზურაბიშვილი: "კატეგორიულად უნდა დავგმოთ "რეფერენდუმები", რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში ტარდება"

27/09/2022 11:01:07 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. რეფერენდუმი დაგმო.

„ჩვენ უნდა დავგმოთ კატეგორიულად ის "რეფერენდუმები", რაც ტარდება აღმოსავლეთ უკრაინაში, რამეთუ ვიცით, რას ნიშნავს "რეფერენდუმები", როცა ეს ჩატარებულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ომის პირობებში, რას ნიშნავს და რა შეიძლება, იყოს. ეს არის უაღრესად ცინიკური ქმედება რუსეთის მიერ, რომელიც ჩვენთვის და მსოფლიოსთვის, ცივილიზებული ადამიანებისთვის მიუღებელია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

რუსეთი უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებზე 23 სექტემბრიდან ატარებს ე.წ. რეფერენდუმებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე. "რეფერენდუმები" დღეს უნდა დასრულდეს. რუსეთს 2014 წლიდან ანექსირებული აქვს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S