Accentnews.ge
ფოგიტა: "რუსეთი იძულებული იქნება უკან დაიხიოს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან"

ფოგიტა: "რუსეთი იძულებული იქნება უკან დაიხიოს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან"

27/09/2022 11:34:52 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ანა ფოგიტა სოხუმის დაცემის დღეს ეხმიანება და აცხადებს, რომ "რუსეთი იძულებული იქნება უკან დაიხიოს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან".

"29 წლის წინ რუსეთის მიერ პროვოცირებულ და მხარდაჭერილ ძალებთან სოხუმი დაეცა. ამას მოჰყვა ეთნიკური წმენდა, მასობრივი მკვლელობები და 250 ათას ადამიანზე მეტის იძულებითი გადასახლება. დღეს თავისუფლებისთვის უკრაინულმა თავგანწირვამ, რუსული იმპერიალისტური მიზნების დამარცხების შანსი შექმნა. რუსეთი პასუხს აგებს ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის და იძულებული იქნება უკან დაიხიოს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან. სამართლიანობა გაიმარჯვებს მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება და მის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია გათავისუფლდება”, - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.

სოხუმის დაცემიდან დღეს 29 წელი გავიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S