"საქართველო კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ რეფერენდუმებს"
27/09/2022 19:45:16 პოლიტიკა
საქართველო კატეგორიულად გმობს და მისთვის მიუღებელია რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებული რეფერენდუმები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
იგი აღნიშნავს, რომ ეს ცინიკურად არღვევს საერთაშორისო სამართლისა და უკრაინელი ხალხის ნებას, რომელიც გმირულ ბრძოლას აგრძელებს.
„ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას – დღეს, როდესაც სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა, ეს სიტყვები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, რადგან ამას ამბობს ერი, რომელმაც იცის რა არის ოკუპაციის ტკივილი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ ე.წ. რეფერენდუმებზე წინასწარი მონაცემებით, აბსოლუტურმა უმრავლესობამ "რუსეთთან შეერთებას მისცა ხმა" -იუწყება BBC რუსულ მედიაზე დაყრდნობით.
ცნობისთვის: ე.წ. რეფერენდუმი უკრაინის ოთხ ოკუპირებულ ოლქში - დონეცკში, ლუგანსკში, ხარკოვსა და ზაპოროჟიეში 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბერს დასრულდა.


