Accentnews.ge
საგარეო საქმეთა სამინისტრო: "საქართველო გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არალეგალური რეფერენდუმების ჩატარებას"

საგარეო საქმეთა სამინისტრო: "საქართველო გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არალეგალური რეფერენდუმების ჩატარებას"

28/09/2022 08:27:55 პოლიტიკა

საქართველო გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არალეგალური რეფერენდუმების ჩატარებას. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, აცხადებს საგარეო უწყება.

დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, ასევე, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებულ ნაწილში რუსეთთან შეერთების საკითხზე უკანონო რეფერენდუმი 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბერს დასრულდა.

უკანონო რეფერენდუმი მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაგმო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S