Accentnews.ge
სალომე სამადაშვილი: "ხელისუფლება თავს არიდებს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევას, ახლა არის მოქმედების დრო"

სალომე სამადაშვილი: "ხელისუფლება თავს არიდებს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევას, ახლა არის მოქმედების დრო"

28/09/2022 08:39:12 პოლიტიკა

"ერთი დღის გადაწყვეტილების საქმეა სავიზო რეჟიმის აღდგენა რუსეთთან, ამას საკანონმდებლო ინიციატივა არ სჭირდება, ხელისუფლება არ დგამს შესაბამის ნაბიჯებს, რაც ძალიან მარტივად შეუძლია", - ამის შესახებ ,,ლელო - საქართველოსთვის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე საუბრისას განაცხადა.

სალომე სამადაშვილის შეფასებით, ,,დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე დრო აღარ გვაქვს და რეალურად არის მოქმედების დრო”.

"ხელისუფლება თავს არიდებს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევას, ეს საბჭო გაფართოებული ფორმატით უნდა ჩატარდეს და უნდა გვქონდეს სრული წარმოდგენა იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, რომ თითქოს ქვეყანა არანაირი გამოწვევების წინაშე არ დგას. მე მიმაჩნია, რომ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე დრო აღარ გვაქვს და რეალურად არის მოქმედების დრო. ჩვენ თებერვლიდან ვითხოვთ, რომ ქვეყანამ შემოიღოს სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან. დღეს რომ სავიზო რეჟიმი გვქონოდა, ეს პრობლემა რაც გვაქვს, აღარ გვექნებოდა”, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის: 21 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა, რუსეთის აეროპორტები და სახმელეთო საზღვრები გაივსო ქვეყნიდან წასვლის მსურველებით, მათ შორის ავტომობილების რიგი დადგა საქართველოსთან საზღვარზე.

რუსეთში ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მობილიზაციის და სამხედრო მდგომარეობის პერიოდში ნაწილის თვითნებურად დატოვება და თვეზე მეტხანს სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობა 5-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება, ხოლო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი - 2-დან 3 წლამდე პატიმრობით. 10 წლით პატიმრობაა გათვალისწინებული საკუთარი ნებით ტყვედ ჩაბარებისთვის.

21 სექტემბრიდან რუსეთის ქალაქებში დაიწყო მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლებიც. პოლიცია აქციებს ძალის გამოყენებით შლის და მონაწილეებს აკავებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S