Accentnews.ge
ბეჟაშვილი: "მიქანაძე არც 2012-ში ყოფილა ენმ-ის წინააღმდეგ"

ბეჟაშვილი: "მიქანაძე არც 2012-ში ყოფილა ენმ-ის წინააღმდეგ"

28/09/2022 13:21:06 პოლიტიკა

ენმ–ში „ქართული ოცნების“ წევრის გივი მიქანაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურნენ და პოლიტიკოსს წარსული შეახსენეს.

„ბატონი გივისგან ეს განცხადება ცოტა უცნაურია მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ბატონ გივის იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა წლების განმავლობაში და არც 2012 წელს ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. ამიტომ ცოტა უცნაურია ეს სახეცვლილება და ასეთი რიტორიკა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა „ფორმულასთან“.

მანამდე, მიქანაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, რომელიც საქართველოში შემოსასვლელად რუსებისთვის 1000 ლარის გადახდის დაწესების ითვალისწინებს, "მორალს აცდენილი" უწოდა.

"ნებისმიერი ინიციატივა დეტალურ შესწავლას საჭიროებს, თუმცა, ლევან ბეჟაშვილი წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც მორალური უფლება არ აქვს, ეს საკითხი დააყენოს, განსაკუთრებით იმ ფაქტორის გათვალისწინებით, როცა 2008 წლის შემდეგ მათი ლიდერი მაშინდელი პრეზიდენტი და ახლა მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი რუს ტურისტებს ყვავილებით ხვდებოდა ლარსის საბაჟო პუნქტზე, მორალს აცდენილია მისი და მისი გუნდის მსგავსი განცხადებები,"- განაცხადა მიქანაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S