კლეიტონი – ლუკაშენკოს ვიზიტზე: "გაერთიანებული სამეფო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს"
29/09/2022 06:11:51 პოლიტიკა
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მარკ კლეიტონის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში გაერო–ს ქარტიის, ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპებისა და საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფის დემონსტრირებაა.
"გაერთიანებული სამეფო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, ამ მორიგი პროვოკაციის ფონზე",- წერს დიპლომატი სოცილურ ქსელში.
ცნობისთვის: ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 26 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. საქართველოს ხელისუფლებამ მომხდარი დაგმო და ბელარუსის ელჩი საქართველოში ანატოლი ლისი განმარტებისთვის დაიბარა.


