Accentnews.ge
სვეტლანა ტიხანოვსკაია: "ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელი და მიუღებელია"

სვეტლანა ტიხანოვსკაია: "ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელი და მიუღებელია"

29/09/2022 06:42:39 პოლიტიკა

ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში "აღმაშფოთებელი და მიუღებელია".

"ბელარუსის გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტი გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელი და მიუღებელია. იგი წარმოადგენს პუტინს და არა ბელარუს ხალხს. ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით და ვცდილობთ უფრო ღრმა თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის“, – აცხადებს სვეტლანა ტიხანოვსკაია.

ცნობისთვის: ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 26 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. საქართველოს ხელისუფლებამ მომხდარი დაგმო და ბელარუსის ელჩი საქართველოში ანატოლი ლისი განმარტებისთვის დაიბარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S