ლიეტუვის ელჩი: "ბელარუსი და რუსეთი გაეროს ქარტიას, სუვერენიტეტის პრინციპს პატივს არ სცემენ"
29/09/2022 07:42:32 პოლიტიკა
საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა ეხმიანება ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში და აცხადებს, რომ "ლიეტუვა საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს".
"ბელარუსის რეჟიმის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ამტკიცებს, რომ ბელარუსი და რუსეთი გაეროს ქარტიას, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპს პატივს არ სცემენ", – აცხადებს დიპლომატი.
ცნობისთვის: ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 26 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. საქართველოს ხელისუფლებამ მომხდარი დაგმო და ბელარუსის ელჩი საქართველოში ანატოლი ლისი განმარტებისთვის დაიბარა.


