Accentnews.ge
"ლუკაშენკოს ვიზიტი შეხსენებაა, რომ ბოროტების დამშვიდება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა"

"ლუკაშენკოს ვიზიტი შეხსენებაა, რომ ბოროტების დამშვიდება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა"

29/09/2022 07:46:26 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში შეხსენებაა, რომ "ბოროტების დამშვიდება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა".

"ლუკაშენკო არის ტერორისტი, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველი, რომელსაც არ აღიარებს ევროკავშირი. მისი ვიზიტი ან აფხაზეთის აღიარება ბევრს არ ნიშნავს. მაგრამ შეხსენებაა ყველას რუსეთის-დამშოშმინებლისთვის საქართველოში, რომ ბოროტების დამშვიდება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა.ლუკაშენკო პუტინით დასრულდება!", – აცხადებს ევროპარლამენტარი.

ცნობისთვის: ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 26 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. საქართველოს ხელისუფლებამ მომხდარი დაგმო და ბელარუსის ელჩი საქართველოში ანატოლი ლისი განმარტებისთვის დაიბარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S