Accentnews.ge
სამივლინებო ანაზღაურება იზრდება

სამივლინებო ანაზღაურება იზრდება

29/09/2022 15:16:47 პოლიტიკა

საქართველოს მთავრობისა და ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საჯარო და კერძო სამსახურებში მივლინებისთვის თანამშრომლებისთვის გადასახდელი თანხების მოცულობა იზრდება. ცვლილებები დღეიდან ამოქმედდა.

საჯარო და კერძო სამსახურებში დასაქმებული ადამიანები ამ დრომდე მივლინების სადღეღამისო ანაზღაურებად მხოლოდ 15 ლარს იღებდნენ, ახლა ეს თანხა 30 ლარამდე იზრდება. ეს რეგულაცია მინიმუმ, 2005 წლიდან ასე იყო.

28 სექტემბერს მიღებული დადგენილებით, ასევე გაიზარდა ქვეყნის გარეთ მივლინების სადღეღამისო ანაზღაურებაც.

მაგალითად (მოკლევადიანი მივლინების დროს):

  • აშშ-ში - 60 აშშ დოლარის ნაცვლად, გახდა 75 აშშ დოლარი;
  • გერმანიაში - 57 ევროს ნაცვლად, გახდა 65 ევრო;
  • დიდ ბრიტანეთში - 27 ინგლისური გირვანქა სტერლინგის ნაცვლად, გახდა 60 ინგლისური გირვანქა სტერლინგი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S