"უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების დაბალანსება უპირველესია ისევე, როგორც მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის მხარდაჭერა, რომლებიც გაურბიან ომს"
30/09/2022 10:17:32 პოლიტიკა
აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ჭარბად შემოსვლის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების დაბალანსება უპირველესია ისევე, როგორც მნიშვნელოვანია იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც გაურბიან ომს".
"ეს ნამდვილად რთული საკითხია და საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება. ხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა ზომას იღებს და საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, მიიღოს გადაწყვეტილება საუკეთესო გზის გამოსანახად ამ საკითხის მოსაგვარებლად. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების დაბალანსება, რასაკვირველია, უპირველესია, ისევე, როგორც მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის მცდელობა, რომელიც გაურბის რეპრესიებსა და ომს რუსეთსა და უკრაინაში", – განაცხადა ელჩმა.


