Accentnews.ge
"2023 წლისთვის რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ფარგლებში"

"2023 წლისთვის რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ფარგლებში"

30/09/2022 11:06:52 პოლიტიკა

2023 წლისთვის რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ფარგლებში, მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი იქნება 80 მილიარდი ლარი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2023 წლისთვის, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 7 500 დოლარს უტოლდება.

„რაც შეეხება 2023 წლის ბიუჯეტს და ამის თაობაზე მინდა ჩვენს საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო, ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ მომავალ წელსაც საკმაოდ კონსერვატიულად გვაქვს ბიუჯეტი დაგეგმილი. ამავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ ფისკალურ კონსოლიდაციას, კერძოდ, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ფარგლებში, ეს არის კონსერვატიული შეფასება და დაგეგმვა. 5%-ის ზრდის ფარგლებში მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი იქნება 80 მილიარდი ლარი. აქვე მინდა გითხრათ, რომ ამ ვითარებაში ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი, თითქმის, 7 500 დოლარს უტოლდება. მე მინდა საზოგადოებას შევახსენო მშპ რამდენს შეადგენდა 2020 წელს - მაშინ იყო 50 მილიარდი ლარი და 2021 წელის იყო 60 მილიარდი, ანუ ჩვენ სულ რაღაც 2-3 წელიწადში 30 მილიარდი ლარით გავზარდეთ მთლიანი შიდა პროდუქტი. ეს არის დაახლოებით 10 მილიარდი დოლარით ზრდა მთლიანი ეკონომიკის. ეს არის რეალურად ჩვენი და ჩვენი გუნდის შედეგი სულ რაღაც არც კი 2 წლის განმავლობაში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S