Accentnews.ge
ღუდუშაური – ომბუდსმენის ანგარიშზე: "ორღობის ჭორაობაა“

ღუდუშაური – ომბუდსმენის ანგარიშზე: "ორღობის ჭორაობაა“

30/09/2022 11:13:48 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ წევრის ალუდა ღუდუშაურის შეფასებით, სახალხო დამცველის ანგარიში „ორღობის ჭორაობაა“.

მისი თქმით, საქართველოს არაკვალიფიციური სახალხო დამცველი ჰყავს.

„სამწუხაროა, რომ მოქმედი სახალხო დამცველი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მოგვევლინა „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი წარმომადგენლების დამცველად. მას ვეღარ ვუწოდებთ სახალხო დამცველს ანუ ყველას დამცველს. მან ვერ მოიცალა რიგითი ადამიანების უფლებების გადახედვისთვის და დაკავებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გატარებით, ვერ შეძლო მიუკერძოებლობის ტესტის ჩაბარება. მან თავის ანგარიშში არაერთ საკითხზე აღნიშნა მტკიცებით ფორმაში, რომ თითქოს ეს წარმოადგენს კონკრეტულ ფაქტებს. სინამდვილეში არც ამ ფაქტების უკან დგას რაიმე მტკიცებულება. ეს არის, უბრალოდ, მოსაზრებები, ორღობის ჭორაობა და მეტი არაფერი“, — განაცხადა ღუდუშაურმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დღეს სახალხო დამცველს უსმენენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S