ზურაბიშვილი პუტინის გადაწყვეტილებაზე: "ძალისმიერ ანექსიას მომავალი არ აქვს"
30/09/2022 13:36:34 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკუთარი ქვეყნის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.
ზურაბიშვილი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს.
"ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას იმისათვის, რომ გაამყარო საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ძალისმიერი ანექსია, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს. ჩვენ უარვყოფთ საერთაშორისო სამართლის ასეთ უხეშ დარღვევას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს სრულ მხარდაჭერას!" - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.


