30-09-2022 18:40:13 პოლიტიკა
უკრაინა დღეს ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
«დე-ფაქტოდ ჩვენ უკვე გავიარეთ გზა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისაკენ და დავამტკიცედ მის სტანდარტებთან თავსებადობა. ისინი [სტანდარტები – რედ.] რეალურია უკრაინისთვის – როგორც ბრძოლის ველზე, ისე ჩვენი თანამშრომლობის ყველა ასპექტში. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით ერთმანეთს და ვიცავთ ერთმანეთს. სწორედ ესაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. დე- ფაქტო. დღეს კი უკრაინა წარადგენს განაცხადს, რათა გააკეთოს ეს დე-იურე, იმ პროცედურით, რომელიც შესაბამისი იქნება ჩვენს მნიშვნელობასთან მთელი ჩვენი თანამეგობრობის დაცვაში. დაჩქარებული წესით. ჩვენ ვდგამთ ჩვენს განმსაზღვრელ ნაბიჯს, ხელს ვაწერთ რა ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების განაცხადს” – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა დოკუმენტს ხელი პრემიერ დენის შმიგალთან და რადის სპიკერ რუსლან სტეფანჩთან ერთად მოაწერა.