ნიკოლოზ სამხარაძე: "მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსიას"

30-09-2022 23:37:45 პოლიტიკა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ეხმაურება.

„მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსიას. ამ გადაწყვეტილებას არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია და ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია, ძალისმიერი მეთოდებით საზღვრების შეცვლა დაუშვებელია“, - წერს ტვიტერზე სამხარაძე.

30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. „ხელმძღვანელებმა“ დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა, ასევე ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ოლქის მოსკოვის მიერ დანიშნულმა „ხელმძღვანელებმა“ ევგენი ბალიცკიმ და ვლადიმირ სალდომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები