ხაზარაძე – NATO-ში გაწევრებაზე: "ჩვენ უკრაინასთან ერთ კონტექსტში უნდა ვიყოთ"

30-09-2022 23:41:17 პოლიტიკა

NATO-ში დაჩქარებული წესით გაწევრების შესახებ უკრაინის მიერ მომზადებულ განაცხადს პარტია „ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე დადებითად აფასებს. მას მიაჩნია, რომ საქართველომ ანალოგიური ნაბიჯი უნდა გადადგას.

„NATO-ში დაჩქარებული გაწევრიანების აპლიკაციაზე, უკრაინის პრეზიდენტის ხელმოწერით, ქვეყანამ უმნიშვნელოვანესი განაცხადი გააკეთა და ამან საქართველოს უნიკალური შანსი მისცა. მოცემულ შემთხვევაში ჩვენ უკრაინასთან ერთ კონტექსტში უნდა ვიყოთ მოაზრებული და საქართველომ ანალოგიურად უნდა გააკეთოს განაცხადი. ეს არის ისტორიული შანსი, რომლის ხელიდან გაშვება იქნება დიდი დანაშაული მომავალი თაობების, ქვეყნის უსაფრთხოების და იმ პერსპექტივების მიმართ, რომელსაც ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია იძლევა", - აცხადებს ხაზარაძე.

30 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკისმ პრემიერ- მინისტრთან დენის შმიგალთან და უმაღლესი რადის თავმჯდომარესთან რუსლან სპეფანჩუკთან ერთად მოაწერა NATO-ში წარსადგენ დოკუმენტს.

2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ს წვერები გახდებიან, მაგრამ ქვეყნებს ამ დრომდე არ მიუღიათ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები